მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი : მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება

5ef21144346ff
BM.GE
23.06.20 19:01
1285
”უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი ახალი პროექტის გამოცხდებას გეგმავს მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში. მრავალფეროვან პროექტებს შორის არის 85 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასევე რამდენიმე სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მასშტაბური პროექტი და საცურაო აუზები”, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო ასევე განიხილავს ახალ ინიციატივებს, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის ახალი დანიშნულების ადგილებს შექმნის.

„ახალ პროექტებს შორის არის ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის უკვე სავიზიტო ბარათად ქცეული ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ურბანული განახლების პროექტები, რომელიც არა მხოლოდ მცირე ტურისტულ ინფრასტრუქტურას მოიცავს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან სამუშაოებს, როგორიც არის აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი, ველისციხის ურბანული განახლება, თელავის ცენტრის რეაბილიტაცია, ბაკურიანი და მრავალი სხვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად მნიშვნელოვანია დაიწყოს და გაგრძელდეს ის პროექტები, რომელიც უწყების გრძელვადიანი გეგმების ნაწილია.

ინფორმაციისთვის: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრქუტურულ პროექტებს შორისაა სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა, ოზურგეთისა და ბახმაროს სკვერების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია ლაღამის უბნის, თელავის, ველისციხის, ბაკურიანის და აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი.