მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: აბრეშუმის გზის ფორუმი არის საშუალება, შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება

5daed7ad30190
თელარა გელანტია
22.10.19 14:45
659
"აბრეშუმის გზის ფორუმის ყველა მონაწილე აღნიშნავს, როგორც მისი ორგანიზების მაღალ დონეს, ისე უპირველესად იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ეს ფორუმი და ეს ინიციატივა აძლევს მათ. ესაა საშუალება მეტი სინერგია, მეტი ინტეგრაცია, მეტი შესაძლებლობები გამოვიყენოთ და შევისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ფორუმი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის რომ გაუზიაროს თავის მეგობრებს, პარტნიორებს წარმატებები და ის გეგმები რომელიც ჩვენ გვაქვს.

"დღეს მოისმენდით ფორუმის გამომსვლელების სიტყვებს, ჩვენი მოდერატორის სიტყვებს რომელიც აჯამებდა საქართველოს რეფორმებს და იმ მნიშვნელოვან წარმატებებს, რომელიც ჩვენ განსაკუთრებულ ადგილს გვმატებს და შეგვძენს უშუალოდ აბრეშუმის გზის ფარგლებში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.