მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: ამერიკელების ადგილი, რა თქმა უნდა, არის შავ ზღვაში

5da6e30ae9a2b
თელარა გელანტია
16.10.19 13:28
967
„როცა პირადად ჩემს მიმართ ისმის ბრალდებებები, რომ ამერიკელი ინვესტორის სასარგებლოდ თითქოს ოთახიდან გავაგდე ყაზახი ინვესტორი და ამავდროულად, კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაზე, ასეთი ბრალდებები არათავსებადია“, - ასე უპასუხა დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას „უნდა იყვნენ თუ არა ამერიკელები შავ ზღვაში“.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ 2017 წელს, ანაკლიის პორტის პერსპექტივებზე ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას, ივანიშვილმა იკითხა - „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?“

„ამერიკელების ადგილი, რა თქმა უნდა, არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ეს არის გრძელვადიანი, ისტორიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის და ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, მივესლმებით ამერიკელი ინვესტორების არსებობას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა კონსორციუმს აძლევს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებთან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.