16.ოქტომბერი .2019 12:14

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმს "ბოლო შანსს" აძლევს

views 203
უკან

"დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი“ - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის  შეკითხვას - არის თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ მთავრობის მიერ წლის ბოლომდე მიცემული ვადა ბოლო შანსი.

როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, მთავრობა ვადებს უსასრულო დროით ვერ გადაწევს.

"მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვავადებთ და ეს არის ვალდებულებების შესრულების უკვე მე-6 გადავადება და კონსორციუმს გადავადებით დადგენილი ვადა წლის ბოლომდე აქვს. მგონია, რომ საზოგადოებაში სრული კონსესუსი არსებობს, რომ ჩვენ ვადების გადაწევას უსასრულოდ ვერ მოვახდენთ",  - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადებს. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებით და კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის სესხის დამტკიცებაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა