13.სექტემბერი .2019 11:50

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე: გვაქვს ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი

views 116
უკან

„ძალიან აქტიური ურთიერთობა (ანაკლიის განვითარების) კონსორციუმთან სამუშაო დონეზე გვაქვს. მე პირადად შეხვედრა გუშინ წინ მქონდა და ეს ის სამუშაო პროცესია, რომელშიც ჩვენ ჩართულები ვართ,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას. 

მინისტრის თქმითვე, მთავრობა ბანკებთან და კონსორციუმთან კვლავ მუშაობის პროცესშია.

„მათ შორის, არის ის საკითხები, რომელიც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. როგორც არის მაგალითად, სამშენებლო კონტრაქტორი, რომელიც ჰყავს კონსორციუმს შერჩეული და შესაბამისად ამ სამშენებლო კონტრაქტორის ჩვენთან შეთანხმება ხდება. ჩვენ ბანკებთანაც და კონსორციუმთან კვლავ ვმუშაობთ, საინვესტიციო ხელშეკრულების ცვლილებების ფორმულირებებზე პრინციპული შეთანხმებების შესაბამისად, რომელიც ბანკებთან იქნა მიღწეული და საინვესტიციო ხელშეკრულებაზე, მის ასახვაზე.

ასე რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, რომელშიც ჩვენ ვართ და ამასთან ერთად ჩვენ საშუალება გვქონდა, რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთანაც გვქონოდა შეხვედრა,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა