მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: ბატონი ბიძინას როლია დაეხმაროს როგორც ბიზნესს, ასევე - სახელმწიფოს

5dc9432413a00
შოთა ტყეშელაშვილი
11.11.19 16:12
1192
"ბატონი ბიძინას როლი და ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ დაეხმაროს, როგორც ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს, რომ ამ კურორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციები უფრო სწრაფად მოვიძიოთ", ამბობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი. 

მაია ცქიტიშვილის თქმით, წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ უფრო დეტალურად გაირკვევა მას შემდეგ, რაც მომზადდება ამ კურორტის განვითარების გენერალური გეგმა. ვიცე-პრემიერის თქმით, სახელმწიფო თავის მხრივ პროექტის ფარგლებში საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებს ინვესტიციებს. 

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, წყალტუბოში მდებარე 15 სანატორიუმის ფასი ქონების ეროვნული სააგენტოს შეფასებით ჯამში, 47.5 მილიონი ლარია. 

"ქონების შეთავაზება მოხდება საბაზრო ფასად, თუმცა რეალურად საბაზრო ფასი დადგინდება ღია აუქციონის პირობებით, ღია მოთხოვნა-მიწოდების პირობებში. საწყისი ფასი რაც გვაქვს დღეს, ოფიციალური შეფასება ეს არის 47.5 მილიონი ლარი. 15 ობიექტია ამ დროისთვის სახელმწიფო საკუთრებაში. ვნახოთ, რამდენად რეალისტურია ეს ფასი, ეს გამოიკვეთება შესაბამისად აუქციონის პროცესში", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს.

15 სანატორიუმი, რომლის გამოსყიდვასაც ექს-პრემიერი გეგმავს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა.

სანატორიუმების სია:

სანატორიუმი "სამგურალი"
სანატორიუმი "მეგობრობა"
სანატორიუმი "გეოლოგი"
სანატორიუმი "იმერეთი"
სანატორიუმი "გელათი"
სანატორიუმი "თბილისი"
სანატორიუმი "რკინიგზელი"
სანატორიუმი "აია"
სანატორიუმი "ფილიალი"
სანატორიუმი "უშიშროება"
სანატორიუმი "წყალტუბო"
სანატორიუმი "მედეა"
სანატორიუმი "სავანე"
სასტუმრო "წყალტუბო"
სანატორიუმი "სინათლე"

პროექტის ტექნიკური დეტალები, ასევე პრივატიზაციის ვადები ჯერ-ჯერობით საჯაროდ ცნობილი არაა.