მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: გახარია-პუტინის შეხვედრა არ მზადდება და არ განიხილება

5daeccb5dfd84
შოთა ტყეშელაშვილი
22.10.19 13:30
850
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გიორგი გახარიასა და ვლადიმირ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ცქიტიშვილის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის “დიალოგს ალტერნატივა არა გააჩნია,” თუმცა ორი ქვეყნის მმართველს შორის შეხვედრა არ “განიხილება და არ მზადდება.”

“ჩვენ ის ორი ქვეყანა ვართ, რომელიც მიუხედავად ამ რთული ურთიერთიბებისა, ვართ მეზობელი ქვეყნები და ბუნებრივი ინტერაქცია და ბუნებრივი ურთიერთობები სამწუხაროდ, აქედან გამომდინარეც არსებობს. ამიტომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა გახარია-პუტინის შეხვედრა არ მზადდება და არ განიხილება", - ამბობს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. ეს 2008 წლის ომის შემდეგ ამ სახის პირველი შეხვედრა იყო.