მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: გიორგი გახარია არის საქართველოში და მუშაობს

5e43ed82b3ece
ინგა მურუსიძე
12.02.20 16:19
1858
„გიორგი გახარია არის საქართველოში და მუშაობს“, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტრის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ დაესწრო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მის ღონისძიებას.

„ბატონი გიორგი გახარია არის საქართველოში და მუშაობს, ისევე როგორც ჩემი სხვა კოლეგები. ისინი დღეს არ დასწრებიან ღონისძიებას, ვინაიდან დღევანდელი ღონისძიება ორიენტირებული იყო რეგიონებში მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ პროექტებზე. დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ მერები, მუნიცილიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები, მაჟორიტარები და ა.შ.“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განხორციელებული პროექტების 2019 წლის ანგარიშისა და 2020 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.