მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: კახეთთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს

602d20a1cf1cf
BM.GE
17.02.21 22:00
759
"კახეთთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს, ვიწყებთ ახალ მასშტაბურ პროექტს - თბილისი - საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის მშენებლობას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კახეთის უფრო მეტად დაახლოებისთვის ქალაქთან და რა თქმა უნდა, ტურიზმის ხელშეწყობისთვის“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ,"მინისტრის საათზე“ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, კახეთში განხორციელდება ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტიც. მათ შორის იგეგმება გურჯაანიდან შემოვლითი გზის დასრულება, ასევე წელს დაიწყება ბაკურციხე-წნორის გზის სამუშაოები, იგეგმება თიანეთი-ახმეტის გზის დასრულება და მრავალი სხვა.

"ყველამ ვიცით, რომ რეგიონებში ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ეს ეხება მუნიციპალურ და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებსაც. სწორედ ამიტომ არის ყველას საერთო სურვილი რომ მეტი დაფინანსება გამოიყოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. პირველ ეტაპზე, ვირჩევთ პრიორიტეტულ პროექტებს, რომ შემდგომში გადავიდეთ სხვა სამუშაოებზე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას კახეთის ავტობანთან დაკავშირებით, მინისტრმა დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ტენდერი და შესაბამისად, მისი დასრულების შემდეგ, წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი ამ სამუშაოების დაწყება. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტენდერი წარმატებით ჩაივლის.