მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი კონგრესმენების წერილებზე - ამ ადამიანებს სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ

5e32d71196bef
BM.GE
30.01.20 17:13
714
რა თქმა უნდა, ჩვენთვის საყურადღებოა ყველა მეგობრის გზავნილი, იქნება ეს ამერიკიდან თუ ევროპარლამენტიდან, - ასე უპასუხა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილების შესახებ.

„ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ და ამ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. პრაქტიკულად, ყველა წერილში, ყველა გამოხმაურებაში ვხედავთ, რომ არის ფაქტობრივი უზუსტობები, არასწორი ინფორმაცია, რამაც მათ შეუქმნა არასწორი განცდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ კონგრესმენებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით, ჰქონოდათ სურვილი საქართველოს მთავრობისგან ან პარლამენტის წევრებისგან მიეღოთ უფრო ზუსტი ინფორმაცია, ვიდრე სრულად დაუჯერებდნენ იმ ცნობებს, რომელიც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მიიღეს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან საჭიროა უფრო აქტიური კომუნიკაცია, რათა ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც მათ მისცემთ საშუალებას უფრო ობიექტურად იმსჯელონ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით,” - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.