მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს კონკრეტული ურთიერთობები ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის

5db079e30298c
BM.GE
23.10.19 20:25
737
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორუმზე შედგეს კონკრეტული ინტერაქცია, ჩამოყალიბდეს ურთიერთობები ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების ჩადებით - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - მაია ცქიტიშვილმა ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რომელიც უკვე მეორე დღეა სასტუმრო "ბილტმორში" მიმდინარეობს.

ამას გარდა, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აქვს კონკრეტული საქმიანი შეთანხმებების და ურთიერთობების იმედი.

,,ფორუმის ფარგლებში 300-ზე მეტი შეხვედრაა დაგეგმილი. ჩვენ გვაქვს საშუალება ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამონახონ შესაძლებლობები საქართველოში ბიზნესის საკეთებლად, შემოიტანონ ინვესტიციები. არსებული პოლიტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომლობის განვითარებისთვის,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, მესამედ ტარდება და მასში 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის, 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი, აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება. ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.