ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ცალკეულ მოვაჭრეებს ურჩევს, ცვლილებებს რაც შეიძლება, სწრაფად აუღონ ალღო. როგორც ის ამბობს, ყველა უნდა გადაეწყოს ახალ რეალობაზე, რაც მომხმარებელტან მეტად დისტანციურ ურთიერთობას გულისხმობს. ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მედიის კითხვას, რომელიც შეეხებოდა იმას, რომ ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა და ასე მუშაობა სირთულეს წარმოადგენს. ჟურნალისტმა მაგალითად "ელიავას ბაზრობა" მოიყვანა.
„გადაწყობის პროცესი ძალიან რთულია, საქმე ის არის, რომ უკვე ერთხელ გამოვიარეთ ის ეტაპი, როცა ყველა ჩვენი ბაზრობა და სავაჭრო ქსელი მუშაობდა ონლაინ-რეჟიმში. კარგად გვესმის, რომ დისტანციური მომსახურეობა განსხვავდება მოქალაქეების ფიზიკური მისვლისგან ამა თუ იმ სივრცეში, სადაც ბევრად მეტი გაყიდვების გენერირება არის შესაძლებელი. გვესმის, რომ საქმიანობის ეს ფორმა არის შეზღუდვა იმასთან შედარებით, რასაც არიან შეჩვეული, ამიტომ არის შეთავაზებული ეს საკომპენსაციო პაკეტი, ვგულისხმობ, 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას. ყველას ვურჩევ, სწრაფად აუღონ ალღო ცვლილებებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ინფორმაციისთვის, სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა და ბაზრობები ხვალიდან იხურება.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა