მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: პრევენციული ქმედებები არის ის ხელწერა, რაც სხვებისგან განგვასხვავებს

5e85fa3de318f
ინგა მურუსიძე
02.04.20 19:30
552
თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის ძალიან კარგად კოორდინირებული და განისაზღვრება ჩვენი ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტების მიერ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა არსებული ვითარების შეჯამებისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება ხელისუფლების მიერ, არის შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ამ დარგის პროფესიონალებთან. ცქიტიშვილის თქმით, ისინი განსაზღვრავენ ამა თუ იმ დინამიკის პირობებში რა ქმედებები იქნებოდა გონივრული.

„პრევენციაზე ორიენტაცია და პრევენციული ქმედებები არის ის განსხვავებული ხელწერა, რაც საქართველოს ბევრი სხვა ქვეყანისგან განასხვავებს. პრაქტიკულად, ჩვენ ჯერ კიდევ ვახერხებთ, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვუსწრებთ ამ გამოწვევას, დაავადების გავრცელებას და ეს არის მიზეზი, რომ ჩვენ გვაქვს დღეს 130 შემთხვევა. უკვე გადავედით შიდა გავრცელების ეტაპზე, რაოდენობის ზრდას უნდა ველოდოთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ გავამკაცრეთ ზომები და პრაქტიკულად, საკარანტინო ვითარება შემოვიღეთ. სწორედ ამ შემზღუდავი ქმედებების შედეგებია, რომ ჩვენი გავრცელების დინამიკა არის 15 შემთხვევა დღეში და არა 50, 100 და მეტი. ძალიან მნიშვნელოვანია რეალობას გავუსწოროთ თვალი, ვიცოდეთ, რომ საფრთხე არ მოგვხსნია და კარგად გვესმოდეს, რომ ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები არის მიმართული სწორედ იმისკენ, რომ გავრცელება შევანელოთ და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ვირუსი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.