მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: რიკოთის გზის მშენებლობა არათუ არ შეგვიჩერებია, აქტიურად მიმდინარეობს

5d921c9cbcb09
BM.GE
30.09.19 19:30
1066
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "დღის ქრონიკის" კითხვებს უპასუხა. ცქიტიშვილმა 2020 წლის ბიუჯეტთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო გზისა და ქვეშეთი-კობის პროექტების შესახებ ისაუბრა.

კითხვა მთავრობის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს ეხებოდა, რომლის თანახმად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა შეჩერდა და ეს თანხები ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე გადაიტანეს.

"რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროცესი არათუ არ შეგვიჩერებია, არამედ უკვე გვყავს კონტრაქტორები შერჩეული, ორ მონაკვეთზე კონტარქტორები გამოვლენილი გვყავდა შარშან, წლის ბოლოს და წელს ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ალბათ, ყველა ადამიანი, ვინც მგზავრობს ამ გზით, თვითონ თვალნათლივ ხედავს მიმდინარე სამუშაოებს, ეს პროექტი ნამდვილად არ არის შეჩერებული და მიმდინარეობს საკმაოდ კარგი ტემპით. რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთები ეტაპობრივად, 2021-2022 წლებში დასრულდება.

ისევე როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, როდესაც ვსაუბრობთ ქვეშეთი-კობზე, ეს არ არის სიახლე, ქვეშეთი-კობი არის ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ნაწილი, ეს არის მონაკვეთები ლარსიდან წითელ ხიდამდე და აგლეთამდე. შესაბამისად, როგორც ჩვენი ქვეყნის ხერხემალი, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ასევე ეს მაგისტრალი უნდა იქნეს განვითარებული. ქვეშეთი-კობი არის მხოლოდ ერთი მონაკევთი ამ პროექტის, უკვე გვყავს კონტრაქტორი ორგანიზაციები და ამ მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება მომდევნო წელს.

ამა თუ იმ მონაკვეთის მშენებლობის დაწყება არანაირად არ ნიშნავს მეორე მონაკვეთის შეჩერებას, პირიქით ბევრად უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ ვიდრე წლიდან წლამდე. ქვეშეთი-კობის პროექტის დასრულებას უკვე 2023 წლისთვის ვვარაუდობთ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.