მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებას ეხმაურება

5e8f309969f24
BM.GE
09.04.20 18:24
1859
ძალიან მბეჭდავი და საყურადღებო იყო ის ერთიანი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დღეს თავიანთი ერთობლივი განცხადებით გამოხატეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებაში მნიშვნელოვანი აქცენტები იყო გაკეთებული, მათ შორის, ხაზი იყო გასმული იმ სტრუქტურული რეფორმის წარმატებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში მათთან ერთად ახორციელებდა.

„ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს განვითარების პარტნიორებს ვეძახდით, რადგან ჩვენ ყოველთვის აქტიური თანამშრომლობა გვქონდა მათთან და ისინი არა მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებად გვევლინებოდნენ, არამედ გვეხმარებოდნენ ჩვენს მიერ ინიცირებული ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში.

ძალიან შთამბეჭდავი და საყურადღებო იყო ის ერთიანი მხარდაჭერა, რომელიც მათ გამოხატეს თავიანთი ერთობლივი განცხადებით დღეს. ამ განცხადებაში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები ჰქონდათ მათ გაკეთებული. პირველ რიგში, ხაზი იყო გასმული იმ სტრუქტურული რეფორმის წარმატებაზე, რომელსაც წლების განმავლობაში მათთან ერთად ვახორციელებდით. გარდა ამისა, არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული ჩვენი მთავრობის და საფინანსო სექტორის მხრიდან, რომ ჩვენ უფრო მზად ვყოფილიყავით ნებისმიერი გარე შოკის პირობებში და სწორედ ჩვენი დონორების და საერთაშორისო პარტნიორების დღევანდელი შეფასებაც იყო მიმართული ამაზე, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ წინა წლებში - რეზერვების დაგროვება, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება, ყველა ამ ღონისძიებამ მოგვცა საშუალება, უფრო მზად შევხვედროდით ამ კრიზისს, ვიდრე ეს იქნებოდა რამდენიმე წლის წინ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კრიზისთან გამკლავების პერიოდში საქართველოს მთავრობის მიდგომების გაანალიზებით, საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ ქვეყანა სწრაფად შეძლებს დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას, მას შემდეგ, რაც ვირუსს გაუმკლავდება და დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს მხარდაჭერა გამართლებული იქნება.

„თუმცა ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებული პანდემია არ არის ჩვეულებრივი გარე შოკი, ეს არის ის გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო ათწლეულების წინაც კი არ დამდგარა და აქედან გამომდინარე, ყველას კარგად ესმის, რომ ის ეკონომიკური განვითარების პროგნოზები, რომელიც ქვეყნებს ჰქონდათ გაკეთებული, მსოფლიო ეკონომიკის ჭრილში რა თქმა უნდა არის გადასახედი და რა თქმა უნდა, ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, მას დახმარება სჭირდებოდა ჩვეულებრივ პირობებშიც და ნებისმიერი გარე შოკი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე უფრო დიდი ზომის ეკონომიკებზე.

რადგანაც ჩვენი პარტნიორები დარწმუნებულები არიან ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღეში, ასევე იმ მიდგომებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა კრიზისთან გამკლავების პერიოდში ახდენს, ჩვენი პარტნიორები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ვითარებას, მას შემდეგ, რაც ვირუსს გავუმკლავდებით და იციან, რომ ჩვენი მხარდაჭერა იქნება გამართლებული, არ იქნება დაკარგული და ფუჭი. იციან, რომ ჩვენ ვართ სანდო და საიმედო პარტნიორები და ამ მიმართულებითაც მათი მზაობა, რომ გაგვიწიონ დახმარება ამ პერიოდში, არის ძალიან დასაფასებელი და მათ შორის დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ წარმატებული გზა გავიარეთ მათთან ერთად და წინ ერთობლივი გზა გვაქვს გასავლელი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ონლაინკონფერენციაზე, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტებთან, ასევე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან, საუბრებში გამოხატული იყო ის სულისკვეთება, რაც დღეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

„ჩვენ პრემიერთან და ფინანსთა მინისტრთან ერად გუშინ გვქონდა ჩართვები აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტებთან, მანამდე გვქონდა საშუალება მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს გავსაუბრებოდით და ყველა ამ საუბარში იყო ეს სულისკვეთება გამოხატული, სადაც ჩვენი პარტნიორები მზად იყვნენ, საქართველოს დახმარებოდნენ ძალიან დიდი დახმარების პაკეტებით, შესაძლოა, ბევრად უფრო თამამად და იმედიანად, ვიდრე სხვა ქვეყნებშია და რა თქმა უნდა, ეს არის იმ ერთობლივი მუშაობის შედეგი, რომელიც მათთან ერთად გვქონდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.