მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: შესყიდვების პროცესი დღეს არის გამჭვირვალე და კონკურენტული

5dc296a420258
BM.GE
06.11.19 14:05
613
ჩემი მინისტრობის პერიოდში ალბათ მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს არ გვაქვს საუბარი და მითქმა-მოთქმა ან შეკითხვები შესყიდვებთან დაკავშირებით. ინფრასტრუქტურის სამინისტროში შევცვალეთ ბევრი რამ ამ მიმართულებით, გავხადეთ ინფორმაცია თანაბრდ ხელმისაწვდომი და პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე, - განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ყოველწლიურ საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” გაიხსნა და საჯარო შესყიდვების აქტუალურ ასპექტებს ეძღვნება.

„40 ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული და ისინი გვიზიარებენ შესყიდვების საუკეთესო გამოცდილებას, რაც დაგვეხმარება სისტემა კიდევ უფრო კონკურენტული და კორუფციული რისკებისაგან დაცული გავხადოთ. ჩვენი სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი უწყებაა საქართველოში და შესაბამისად, ამ სფეროს გამართული მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რეგულარულად ვმართავთ ღია შეხვედრებს ბიზნესთან და ვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც შესყიდვების პროცესში მათთვის შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი. მხოლოდ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში დაახლოებით 250 ახალი შემსყიდველი გვყავს და ეს რა თქმა, უნდა მეტყველებს იმაზე, რომ შესყიდვების პროცესი არის გამჭვირვალე და კონკურენტული. ასეთი მიდგომა საშუალებას აძლევს ჩვენს ბიზნესს შექმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, გაძლიერდეს და სხვა ქვეყნების შესყიდვებშიც მიიღოს მონაწილეობა",  - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.