მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილს დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ

602bd884ca44a
ინგა მურუსიძე
17.02.21 09:00
689
დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.

საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მაია ცქიტიშვილი დეპუტატების და საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე კითხვებს უპასუხებს.

ინფორმაციისთვის: პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების წინაშე მთავრობის ყველა წარმომადგენელი უნდა წარსდგეს.