მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია მახარაშვილი: სამედიცინო ნედლეულის ღირებულება 300-500%-ით გაიზარდა

6012872889ff1
ლიკა გურაბანიძე
28.01.21 23:17
2810

“სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორის მაია მახარაშვილის განმარტებით, საჭირო ნედლეულის ღირებულება 300-500%-ით გაიზარდა. როგორც მან “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

“სახელმწიფოსთან თანამშრომლობა გვჭირდება. ის ყველა ფაქტორი, რაც დღეს სხვა ბიზნესებზე მოქმედებს ჩვენს სექტორზეც აისახა. მაგალითად, როგორიც არის გაცვლითი კურსის ცვლილება, რაც პირდაპირ აისახება საჭირო იმპორტირებული მასალების ფასების ზრდაზე. ნედლეულის ღირებულება 300-500%-ით გაიზარდა. ასევე უდიდესი ფაქტორია მომწოდებელ ბაზრებზე შექმნილი ნედლეულის დეფიციტი, რაც ასევე ფასს ცვლის.” - აღნიშნა მახარაშვილმა.

მაია მახარაშვილი თქმითვე, კლინიკამ თანამშრომლები ორ ნაწილად გაყო, რათა პანდემიის პრევენცია მოეხდინა.

“იმისთვის, რომ თავი დაგვეზღვია და პაციენტები ერთმანეთისგან გამოგვეყო, ორი გუნდი შევქმენით, კორონავირუსის სამკურნალო და ჩვეულებრივი პაციენტების მომსახურე პერსონალი. ამან რა თქმა უნდა, სახელფასო ვალდებულებები გაგვიზარდა.” - განმარტა “სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორმა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოს ყველა ბიზნესი ტვირთად ვერ დააწვება, თუმცა კლინიკას კომუნალური გადასახადების ტარიფის გაზრდის ნაწილობრივი სუბსიდირება დაეხმარებოდა.