საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი დაესწრო.
როგორც ღონისძიებაზე ითქვა, ლაბორატორიის განახლებაში უნივერსიტეტის გარდა, კერძო სექტორმაც მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება მუზეუმს, ის საქართველოში ერთ-ერთი ძველია და სასწავლებელში გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოყენებითი გეოლოგიის კათედრის გახსნის შემდეგ ფუნქციონირებს. მუზეუმი წლების მანძილზე აქტიურად გამოიყენებოდა სტუდენტების სასწავლო პროცესში, თუმცა, ბოლო ათწლეულებია, მისი სათანადო აღდგენა ვერ ხერხდებოდა. მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს სასარგებლო წიაღისეული. გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სასწავლო-სამეცნიერო ნიმუშებიც, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის გარკვეული ცდების ჩასატარებლად.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, მაია ზავრაშვილმა საქართველოში სამთო საქმის განვითარებასა და აღნიშნული სექტორის რეფორმის შესახებ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, წიაღის სექტორს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ქვეყნის ექსპორტის თითქმის მესამედი სამთო მოპოვებაზე მოდის.
„საქართველო საკმაოდ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, თუმცა მათი დიდი ნაწილის ათვისება ვერ ხერხდება. წიაღის რეფორმის მთავარი ამოცანაა, დარგში საერთაშორისო სახელის მქონე ინვესტორების მოზიდვა და ქვეყნის პოტენციალის უფრო მეტად ათვისება. ამავე დროს, ჩვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული წიაღის გადამამუშავებელი წარმოებების ამოქმედებაზე, რათა ჩვენ სასარგებლო წიაღისეულის მქონე ქვეყნიდან განვითარებული გადამამუშავებელი სექტორის მქონე სახელმწიფო გავხდეთ. ჩვენ ამის სრული პოტენციალი გვაქვს," - განაცხადა მაია ზავრაშვილმა.
გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ანზორ აბშილავა, სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი