მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MAIB-ი მოლდოვაში მყოფ უკრაინელებს სხვადასხვა საბანკო სერვისს უფასოდ სთავაზობს

6219f22a0e3ff
თელარა გელანტია
26.02.22 13:23
653
მოლდოვური ბანკი MAIB-ი უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფებიან, მხარდაჭერას უცხადებს. ინფორმაცია MAIB-ის facebook-გვერდზე ვრცელდება, რომელსაც ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი შაგიძე აზიარებს.

MAIB-ი უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო სერვისს უფასოდ სთავაზობს.

„maib-ბანკომატებში უკრაინული ბანკების მიერ გაცემული ბარათებიდან ნაღდი ფულის გამოტანის საკომისიოს ვაუქმებთ. შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ #maib ბანკომატებიდან მოლდოვური ლეი, დოლარი და ევრო საკომისიოს გადახდის გარეშე გაანაღდონ.

გარდა ამისა, MAIB-მა უკრაინის მოქალაქეებისთვის ლეის, დოლარის და ევროს უფასო ბარათების გაცემა დაიწყო.

#მომენტალური #ბარათები ლეიში შეგიძლიათ მიიღოთ დაუყოვნებლივ MAIB-ის ფილიალთან დაკავშირებისთანავე. უცხოურ ვალუტაში ბარათები გაიცემა 24 საათის განმავლობაში და შეიძლება გაიგზავნოს ნებისმიერ მისამართზე - უფასოდ (გარდა დნესტრის მარცხენა სანაპიროსი და ბენდერის მუნიციპალიტეტის რეგიონებში).

საბანკო ბარათის გასაცემად უკრაინის მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს უკრაინის უცხოური პასპორტი.

ასევე აღვნიშნავთ, რომ #maib ბანკომატების ქსელში ნაღდი ფულის განაღდების დიდი რაოდენობის გამო, დაწესდა დღიური ლიმიტი $100/€100, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი უკრაინული საბანკო ბარათიდან დღეში მხოლოდ $100/€100-ის განაღდებაა შესაძლებელი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.