მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკ პომპეო – „ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას“

5f1f1d25029e5
BM.GE
27.07.20 22:27
2610
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ გიორგი გახარიას ესაუბრა. ამის შესახებ თავად პომპეო „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„დღეს ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ოქტომბერში საქართველოში", – დაწერა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, აშშ-ი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთის ოკუპაციის პირობებში.