24.აპრილი .2020 21:00

მაიკ პომპეო: ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და ამისთვის საფასურს გადაიხდის

მაიკ პომპეო: ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და ამისთვის საფასურს გადაიხდის
views 1969
უკან

CNN-ი წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მკაფიოდ და ნათლად გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ ჩინეთმა გამოიწვია დიდი ტკივილი, სიცოცხლის დანაკარგი და გლობალური ეკონომიკური ზარალი.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ჩინეთი ამ დრომდე არ აწვდის სრულ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ისტორია და არ შეგვიძლია ჩვენი გუნდის გაგზავნა ადგილზე, რათა მათ ჩაატარონ საჭირო სამუშაო. ეს არის მიმდინარე გამოწვევა და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვერ შეასრულეს ის, რის გაკეთებაზეც ისინი პასუხისმგებელნი არიან, როდესაც მათ ქვეყანაში პანდემიაა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს სრული გამჭვირვალობა ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ არის რაღაცები, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით“, – დასძინა მან.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლება „გადაიხდის საფასურს იმისთვის, რაც გააკეთა“.