07.იანვარი .2020 14:35

მაიკლ ბლუმბერგმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 800-ზე მეტი თანამშრომელი დაიქირავა

views 461
უკან

ამერიკელი მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი დროს არ კარგავს და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 30-ზე მეტ შტატში 500 თანამშრომელს ქირაობს, რომლებიც საჭირო ღონისძიებებს ორგანიზებას გაუწევენ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ მხოლოდ 6 კვირაა გასული მას შემდეგ, რაც ბლუმბერგმა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესახებ განაცხადა, თუმცა მან ჯამში უკვე 800-ზე მეტი თანამშრომელი აიყვანა და 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა პოლიტიკურ რეკლამაში. დასაქმებულთაგან 300 თანამშრომელი მხოლოდ ნიუ-იორკში მდებარე სათაო ოფისში აიყვანეს.

შეგახსენებთ, მაიკლ ბლუმბერგი 2002-2013 წლებში ნიუ-იორკის მერის პოსტს იკავებდა. მისი ქონება 56,7მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა