მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ჯექსონის რანჩო $22 მილიონად გაიყიდა

5fe890f65f3f1
თათია კაკიაშვილი
28.12.20 00:10
960
მაიკლ ჯექსონის რანჩო „Neverland“-ი 22 მილიონ დოლარად გაიყიდა. რანჩოს ახალი მფლობელი ჯექსონის ძველი მეგობარი, მილიარდერი რონ ბურკლეა.

ინფორმაციას BBC-ი Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2700 ჰექტარზე გადაჭიმული სივრცე თავდაპირველად უძრავი ქონების ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და მისი საწყისი ღირებულება 100 მილიონი დოლარი იყო, გასულ წელს კი, გასაყიდმა ფასმა 31 მილიონამდე იკლო.

თავად პოპ მუსიკის ვარსკვლავმა მაიკლ ჯექსონმა ვილა 19.5 მილიონ დოლარად შეიძინა და მას Neverland-ი უწოდა - დისნეის ერთ-ერთი მულტიპლიკაციური ფილმის „პიტერ პენის“ გამოგონილი კუნძულის პატივსაცემად.