მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ჯორდანის ბოტასები Sothebys-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

5ec2668d6ba63
ნათია თაქთაქიშვილი
18.05.20 15:20
3200
Sothebys-ის აუქციონზე მაიკლ ჯორდანის ნაცვამი Nike-ის ფეხსაცმელები რეკორდულ 560,000 აშშ დოლარად, ნავარაუდებზე ოთხჯერ მაღალ ფასად გაიყიდა.

ბოტასი Air Jordan 1s, რომელიც მსოფლიოში ცნობილი კალათბურთელისთვის 1985 წელს შეიკერა და Sothebys-ში ვარაუდობდნენ, რომ 150,000 აშშ დოლარად გაყიდნენ.

როგორც Sothebys-ში ამბობენ, ფეხსაცმლის მფლობელი კოლექციონერი ჯორდან გელერი იყო, რომელიც ლას-ვეგასში „ბოტასების მუზეუმის“ მფლობელია. ამ ეტაპზე ფეხსაცმლის ახალი პატრონის ვინაობა არ საჯაროვდება.

ყველაზე ძვირად გაყიდულ ფეხსაცმელში აქამდე 437,500 დოლარი იყო გადახდილი. მაშინ სოტბიმ ასევე Nike-ის ფეხსაცმელები გაყიდა.