მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსი": "მიწის შესყიდვიდან სამშენებლო ნებართვის მიღებამდე პროცესი წელიწადზე მეტ ხანსაც გრძელდება"

5f9e981ba5769
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.20 21:39
607
დეველოპერული კომპანია "არსის" ხელმძღვანელი ბესიკ ორთოიძე სამშენებლო ნებართვების აღების მიმართულებით სახელმწიფო აპარატში არსებულ ბიუროკრატიაზე საუბრობს.

როგორც ის აცხადებს, მიწის შესყიდვიდან სამშენებლო ნებართვის აღების პროცედურა ხანდახან წელიწადზე მეტხანსაც გრძელდება, რაც ძალიან დიდი დროა.

“დღეს გამოწვევა არის ლარის არასტაბილურობა და ბიუროკრატია. ბიუროკრატია უნდა შემცირდეს. ზოგადად ინვესტორებისთვის რაც იყო ხოლმე მომხიბვლელი, ეს იყო ნაკლები ბიუროკრატია, მათ შეეძლოთ სწრაფად თანხის ჩადება ქვეყანაში და ბიზნესის დაწყება ნაკლები გადასახადებით. გადასახადების კუთხით არაფერი შეცვლილა და თუ შემცირდება, კარგი იქნება.

რაც შეეხება ბიუროკრატიას, დღეს საკმაოდ რთულია მიწის შესყიდვიდან სამშენებლო ნებართვის მოპოვებამდე პერიოდი, რომელიც შეიძლება წელიწადზე მეტხანსაც გაგრძელდეს, ამ ნაწილში დროის შემცირება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს. გარკვეული ნაბიჯები მერიის მხრიდან გადმოიდგა, თუმცა, ვფიქრობ, რესურსი კიდევ არის”,– აცხადებს ბესიკ ორთოიძე.