მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისის ეკონომიკურ ზრდაზე ძალიან კარგი მოლოდინი გვაქვს - თურნავა

60d1a3c632f22
ინგა მურუსიძე
22.06.21 12:46
663
მაისის ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში დადებითი მოლოდინი გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„მალე გახდება ცნობილი მაისის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა და ჯერჯერობით არ გავამხელ, მაგრამ ისევე როგორც აპრილში იყო ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, ძალიან კარგი დადებითი მოლოდინი გვაქვს მაისთან მიმართებაში“, - განაცხადა თურნავამ.

2021 წლის აპრილში ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია გარემოებაა, რომ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ე.წ. "საბაზო ეფექტით" არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% იყო.

მაისში ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის მოცულობა 104%-ით გაიზარდა და 400 მილიონი ლარი შეადგინა, გადახდილი გადასახადის მოცულობის ზრდა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე მიანიშნებს.