23.ნოემბერი .2022 14:05

მაისს-ოქტომბერში jobs.ge-ზე ყველაზე მეტი ვაკანსია ლოგისტიკასა და გაყიდვებში იყო - PMC

მაისს-ოქტომბერში jobs.ge-ზე ყველაზე მეტი ვაკანსია ლოგისტიკასა და გაყიდვებში იყო - PMC
views 487
უკან

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ვაკანსიების პორტალზე job.ge-ზე 43 751 ვაკანსია გამოქვეყნდა, წლიური ზრდა 32%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საშუალო თვიურ ზრდას, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით 0.3%-ია. მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი ვაკანსია ლოგისტიკის/ტრანსპორტის/დისტრიბუციის კატეგორიაში გამოქვეყნდა. PMC-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 13 274 ვაკანსია გამოქვეყნებული. წლიური ზრდა 36%-ს შეადგენს.

კვლევის თანახმად, მეორე ადგილზეა გაყიდვების/შესყიდვების მიმართულება. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით აქ კატეგორიაში 12 962 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 58%-ით არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა