მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ეკონომიკის 13.5%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო - თურნავა

5efb06cf0a2b7
დავით ჯალაღონია
30.06.20 13:32
917
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, მაისში ეკონომიკის 13.5%-იანი ვარდნა მოსალოდნელი იყო.

"წინა თვეს, აპრილში შემცირება იყო 16.5%. მაისში ნაკლები შემცირებაა - 13.5%. აქ მთავარი ფაქტორი ის არის, რომ მაისის ბოლო დეკადაში აღარ იყო საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ბიზნეს საქმიანობები უკვე დაიწყო. ეს სტატისტიკა მოსალოდნელი იყო. პირველ რიგში, მთავარი არის, რომ აპრილი და მაისი ჩვენ მაინც საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებოდით და ბიზნეს აქტივობა სრულიად შეგნებულად გვქონდა დროებით შეჩერებული, ასევე - ადამიანების მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, გადავრჩენილიყავით და არ გაგვემეორებინა ის ნეგატიური ტენდენციები, რაც ბევრ სხვა სახელმწიფოში სამწუხაროდ მოხდა და შეგვენარჩუნებინა დადებითი, კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარება. აქედან გამომდინარე, ალბათ უნდა დავაკვირდეთ შემდეგი თვეების სტატისტიკას, როცა ბიზნეს აქტოვობა მეტნაკლებად ამოქმედებული იქნება და ამას ასახავს შემდეგი თვეების - ივნისისა და ივლისის სტატისტიკა. რა თქმა უნდა, ველოდებით კვლავ და კვლავ რომ ნეგატიური დინამიკა იქნება, ეს ყველამ ვიცით.

წლის ბოლომდე 4, ან 5%-იანი ვარდნა იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ვრაუდით, მაგრამ 2021 წელს ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ პოზიტიურ დინამიკას დავუბრუნდეთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.