მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ექსპორტი 30.6%-ით შემცირდა

5ee71ef836cc4
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.20 11:05
1593

მაისში საქართველოს ექსპორტი 30.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყენებული მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ექსპორტმა $234.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით $103.4 მილიონით (30.6%-ით) ნაკლებია. 

ასევე მკვეთრად არის შემცირებული იმპორტიც, რომელმაც გასული თვის განმავლობაში $497 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 2019 წელთან შედარებით $260 მილიონით (34.4%) ნაკლებია. 

რაც შეეხება ჯამურად, იანვარ-მაისის მაჩვენებლებს, ის ასე გამოიყურება:

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 206.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 235.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 970.8 მლნ. აშშ დოლარი (17.0 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მაისში 1 735.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივნისს. შესაბამისად, ამ დღეს გახდება ცნობილი თუ რა საქონლის ექსპორტის და იმპორტის კლებამ გამოიწვია საგარეო ვაჭრობის შემცირება.