მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში იმპორტი 34%-ით შემცირდა

5ee724561ffe5
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.20 11:41
987
მაისში საქართველოში იმპორტი  $260 მილიონი დოლარით, 34.4%-ით შემცირდა და მან $497 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ასევე მკვეთრი იყო ვარდნა ექსპორტის მიმართულებითაც. გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ $234.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით $103.4 მილიონით (30.6%-ით) ნაკლებია.

რაც შეეხება ჯამურად, იანვარ-მაისის მაჩვენებლებს, ის ასე გამოიყურება:

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 206.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 235.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 970.8 მლნ. აშშ დოლარი (17.0 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მაისში 1 735.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივნისს. შესაბამისად, ამ დღეს გახდება ცნობილი თუ რა საქონლის ექსპორტის და იმპორტის კლებამ გამოიწვია საგარეო ვაჭრობის შემცირება.