მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები შემცირდა, დეპოზიტების ლარიზაცია კი გაიზარდა

60d5e7b05e3fc
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.21 00:30
758
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამქვეყნებული კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტენის მაჩვენებლების მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ივნისისათვის 35.41 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.53%-ით მეტი) 208.42 მლნ ლარით, ანუ 0.59%-ით ნაკლებია.

„მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 48.25 მლნ ლარით, ანუ 0.29%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.75%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 160.16 მლნ ლარით, ანუ 0.85%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.33%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 39.29% შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.00 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.80 პროცენტული პუნქტით)“, - ნათქვამია ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.02% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.64%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.47%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.95%, ხოლო ევროს წილმა 14.58% შეადგინა.