მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის - 505.7 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. ამ მასშტაბის ფულადი გზავნილები საქართველოს არცერთი წლის არცერთ თვეში არ მიუღია.
გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ძირითადად, არა რუსეთში დასაქმებული ქართველების გზავნილებს, არამედ საქართველოში ემიგრირებული რუსების გზავნილებს წარმოადგენს. რუსული გზავნილები 889%-ით არის მომატებული. მაისის მსგავსად, რეკორდული იყო გზავნილები აპრილშიც, როდესაც შემოსულმა თანხამ 308 მილიონი დოლარი შეადგინა. აპრილში რუსეთიდან გზავნილები $133 მილიონი იყო, ანუ მაისში ის გაორმაგდა და $313.9 მილიონს მიაღწია.
მეორე ადგილზეა იტალია 36.8 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აშშ - 27.8 მილიონით.
TOP 20 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა:
1. რუსეთის ფედერაცია - 313.9 მილიონი, მატება წინა წელთან 889%
2. იტალია - 36.82 მილიონი, მატება წინა წელთან 15%
3. აშშ - 27.78 მილიონი, მატება წინა წელთან 15%
4. ყაზახეთი - 20.81 მილიონი, მატება წინა წელთან 587%
5. საბერძნეთი - 20.33 მილიონი, მატება წინა წელთან -1%
6. ისრაელი - 16.07 მილიონი, მატება წინა წელთან 9%
7. გერმანია - 13.31 მილიონი, მატება წინა წელთან 46%
8. თურქეთი - 8.13 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
9. ყირგიზეთი - 5.68 მილიონი, მატება წინა წელთან 372%
10. ესპანეთი - 4.96 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
11. აზერბაიჯანი - 4.63 მილიონი, მატება წინა წელთან -40%
12. საფრანგეთი - 3.72 მილიონი, მატება წინა წელთან 21%
13. პოლონეთი - 3.33 მილიონი, მატება წინა წელთან 31%
14. გაერთიანებული სამეფო - 2.85 მილიონი, მატება წინა წელთან 49%
15. კანადა - 1.92 მილიონი, მატება წინა წელთან -5%
16. ირლანდია - 1.91 მილიონი, მატება წინა წელთან 4%
17. ტაჯიკეთი - 1.86 მილიონი, მატება წინა წელთან 203%
18. სომხეთი - 1.53 მილიონი, მატება წინა წელთან 41%
19. კვიპროსი - 1.51 მილიონი, მატება წინა წელთან 13%
20. უზბეკეთი - 1.33 მილიონი, მატება წინა წელთან 192%
2022 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მაისის (22.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი