პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ორნიშნა რიცხვით გაიზრდება. ეკონომიკურ პარამეტრებზე მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
“ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, რაც ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს ველოდებით. მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რითიც გამოდის, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. ეს ევროპაში მართლაც უპრეცედენტოა იმ ფონზე, როცა რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები და ეკონომიკა რეცესიას განიცდის. უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას გამოწვევა აქვს”,-აცხადებს ღარიბაშვილი.
საქსტატი მაისის ეკონომიკური ზრდის წინანსწარ შეფასდებას 30 ივნისს გამოაქვეყნებს. ღარიბაშვილის თქმითვე, ამ კრიზისის ფონზე საქართველოში ექსპორტი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურიზმის იზრდება.
“ლარი გამყარებულია. ყველა მიმართულებით პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ამას რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ. კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა”,-აცხადებს პრემიერი.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.8%-ით გაიზარდა. წელს მთავრობის პროგნოზით ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 6%-ით უნდა გაიზარდოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი