მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური შემოწირულობების 78% ანუ 1 მლნ ლარი მიიღო

5ed4c0dec50a0
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.20 12:57
1120
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მაისში პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული დონაციების ჯამური მოცულობა 1,384,945 ლარს შეადგენდა. აქედან ყველაზე მეტი თანხა მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” გადაურიცხეს.

"ოცნების" შემოწირულობებმა ჯამურად 1,090,000 ლარი შეადგინა, რაც მთლიანად თვის განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკური დონაციების 78% იყო.

მათ შორის “ქართულმა ოცნებამ” მაქსიმალური ოდენობის - 60,000 ლარის შემოწირულობა 9 ფიზიკური პირისგან მიიღო. მათ შორის შპს “ლილო მოლის” 6-მა მეწილემ პარტიაში 60,000 ლარი (ჯამში 360,000 ლარი) გადარიცხა.

მაისში “ქართული ოცნების” უმხსვილესი შემომწირველები იყვნენ:

1 თენგიზ გავაშელი - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 11%;
2 დავით კაპანაძე - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 3.76%;
3 გია ანდღულაძე - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 14.285%;
4 ლევან გაგუა - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 1%;
5 გიორგი გაგუა - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 11.285%;
6 ვაჟა უსანეთაშვილი - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ლილო მოლი" მეწილე 13.285%;
7 ლევან მჟავანაძე - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ბმბ ჯგუფი" მეწილე 50%;
8 ირაკლი კიღურაძე - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ჯგუფი გელვინსი" დირექტორი;
9 ბესიკ ბაჯელიძე - 60,000.00 ლარი; ბიზნეს საქმიანობა შპს "ბმბ ჯგუფი" დირექტორი

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 186,545 ლარის დონაცია; პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” - 101,000 ლარის დონაცია, “ევროპულმა საქართველომ” კი 7,200 ლარის შემოწირულობა მიიღო. ამ უკანასკნელის ერთადერთი შემომწირველი დეპუტატი ოთარ კახიძე იყო.