მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში საბანკო სექტორის დეპოზიტები 2.62%-ით გაიზარდა

5ef4bc73ecbe6
შოთა ტყეშელაშვილი
25.06.20 19:26
1245
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში მოქმედ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა. 

პირველი ივნისისათვის დეპოზიტების პორტფელი 28.22 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 636.68 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით მეტი იყო პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.62%-ით მეტი). 

მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 490.18 მლნ ლარით, ანუ 3.92%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.38%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 146.50 მლნ ლარით, ანუ 0.97%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.17%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 35.92 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.57 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.46 პროცენტული პუნქტით).

მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.02% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.53%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.93%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.34%, ხოლო ევროს წილმა 14.33% შეადგინა,"- წერია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

სესხები:

გასული თვის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი შემცირდა. კლებამ 25.4 მილიონი ლარი, ანუ 0.07% შეადგინა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კლება 0.2% იყო.

"მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.86 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით არ შეცვლილა),"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში. 

15 კომერციული ბანკის მთლიანი აქტივები წინა თვესთან შედარებით, 331.16 მლნ ლარით, ანუ 0.67 პროცენტით გიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.12 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ივნისისათვის 49.45 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან ბანკების სააქციო კაპიტალმა 5.13 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც სექტორის აქტივების 10.37% იყო.