მაისის განმავლობაში საქართველომ 1.05 მილიარდ კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წელთან შედარებით 18.3%-ით მეტია. ელექტროენერგიის მოხმარების ასეთი ზრდა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის აღდგენაზე მეტყველებს.
2021 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა 5.58 მილიარდი კილოვატ სააათი იყო, ეს 2020 წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია.
ესკოს მონაცემებით, მაისის განმავლობაში 24%-ით გაიზარდა ადგილობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა. მათ შორის, გამომუშავების 98%-იანი ზრდა ჰქონდა ენგურჰესს, რომელმაც 3-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ოპერირება აპრილში განაახლა.
ესკოს სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მაისის განმავლობაში "თელასის" აბონენტებმა 198 მილიონი კილოვატ საათი, "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებმა კი 350 მილიონი კილოვატის ელექტროენერგია მოიხმარეს. ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული დენის მოცულობამ 222 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.
რაც შეეხება პირდაპირ მომხმარებლებს, ანუ მსხვილ საწარმოებს, რომლებიც დენს "თელასისა" და "ენერგო პროს" გვერდის ავლით ყიდულობენ, მათ მაისში 283 მილიონი კილოვატ საათი მოიხმარებს. კომპანიებს შორის ყველაზე დიდი მომხმარებელი "ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაში არსებული "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაა", რომელმაც მაისში 108 მილიონი კილოვატ საათი მოიხმარა. ეს ქვეყნის მთლიანი ელექტრომოხმარების 10.2% იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება