29.ივნისი .2022 19:30

მაისში საქართველოში რეკორდული 205,000 ფულადი გზავნილი შემოვიდა რუსეთიდან

მაისში საქართველოში რეკორდული 205,000 ფულადი გზავნილი შემოვიდა რუსეთიდან
views 823
უკან

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მაისში ქვეყანაში 506 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა. ეს გზავნილების რეკორდული მოცულობაა და ის წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. ყველაზე მეტად - 889%-ით გაზრდილია გზავნილები რუსეთიდან და ის 313.9 მილიონ დოლარს აღწევს. BMG-იმ საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა კითხვით, თუ რომელი ქვეყნიდან რამდენი ინდივიდუალური ფულადი გზავნილი შემოვიდა მაისში, სებ-ის სტატისტიკის თანახმად, რუსეთიდან უპრეცედენტოდ ბევრი - 205,000 ინდივიდუალური ფულადი გზავნილი გადმოირიცხა.

თუკი წარსულში რუსეთის ფედერაციიდან თვეში დაახლოებით $30 მილიონი დოლარი ირიცხებოდა და ეს თანხა რუსეთში მცხოვრები ქართველების გზავნილებს წარმოადგენდა, ამჟამად გზავნილების უდიდესი ნაწილი რუსეთიდან საქართველოში ემიგრირებული პირების თანხებს წარმოადგენს. თებერვალში რუსული გზავნილები $22 მილიონი იყო, რაც მარტში $27 მილიონამდე, აპრილში $133-მდე, მაისში კი $313.9 მილიონამდე გაიზარდა.

თებერვალში რუსეთიდან საშუალო ფულადი გზავნილის ზომა $358 დოლარი იყო, ხოლო მაისში ერთი გზავნილის საშუალო ზომა 1,528 დოლარი გახდა.

მაისში ქვეყნების მიხედვით გზავნილების მოცულობა და ერთი გზავნილის საშუალო ზომა ასე ნაწილდებოდა:

1. რუსეთი - $313.9 მლნ, გზავნილების რაოდენობა 205,350, ერთი გზავნილის საშუალო ზომა $1,529
2. იტალია - $36.8 მლნ, გზავნილების რაოდენობა 123,918, ერთი გზავნილის საშუალო ზომა $297
3. აშშ - $27.8 მლნ, გზავნილების რაოდენობა 59,357, ერთი გზავნილის საშუალო ზომა $468
4. ყაზახეთი - $20.8 მლნ, გზავნილების რაოდენობა 4,135, ერთი გზავნილის საშუალო ზომა $5,032
5. საბერძნეთი - $20.3 მლნ, გზავნილების რაოდენობა 95,184, ერთი გზავნილის საშუალო ზომა $214
6. ისრაელი - $16.1 მლნ, გზავნილების რაოდენობა 24,570, ერთი გზავნილის საშუალო ზომა $654
7. გერმანია - $13.3 მლნ, გზავნილების რაოდენობა 30,760, ერთი გზავნილის საშუალო ზომა $433
8. თურქეთი - $8.1 მლნ, გზავნილების რაოდენობა 26,149, ერთი გზავნილის საშუალო ზომა $311
9. ყირგიზეთი - $5.7 მლნ, გზავნილების რაოდენობა 858, ერთი გზავნილის საშუალო ზომა $6,623
10. ესპანეთი - $5.0 მლნ, გზავნილების რაოდენობა 15,205, ერთი გზავნილის საშუალო ზომა $326

შესაბამისად, იმ ქვეყნებიდან, საიდანაც გზავნილები ძირითადად ქართველ ემიგრანტთა თანხებით ფორმირდება, გზავნილის ზომა თვეში $200-დან 500 დოლარამდე მერყეობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა