მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში სავალუტო რეზერვები 128 მილიონი დოლარით შემცირდა

648198e2953ef
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.23 12:59
1065
სტატიაში საუბარია:
მაისში სავალუტო რეზერვები 128 მილიონი დოლარით შემცირდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი სავალუტო რეზერვების ზომა 5,005,318,900 დოლარი იყო.

ჯერჯერობით უცნობია რა იყო რეზერვების მოცულობის შემცირების მიზეზი. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა საგარეო ვალების მომსახურებაც ყოფილიყო, რასაც ქვეყანა სწორედ ამ რესურსებით ფარავს.

წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესყიდვის აქტიური პოლიტიკა დაიწყო, რაც მიზნად რეზერვების მოცულობის დაგროვებას ისახავს. თუმცა 2 ივნისს სებ-მა ლარის სწრაფი გაუფასურების ფონზე გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა მხოლოდ 17 მილიონი დოლარი აითვისა.

Galt & Taggart-ის შეფასებით, წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვამ 766 მილიონი დოლარი შეადგინა.