PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში იმ პირების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ წლიურად 5%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის მაისთან შედარებით ზრდა 14.6%-ია.
ორგანიზაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იმ ადამიანების საშუალო რაოდენობა, რომელთაც 600-ლარამდე ხელფასი ჰქონდათ, 231 ათასი იყო, 247 ათას ადამიანს 601-1200 ლარამდე და 247 ათას ადამიანს ჰქონდა 2400 ლარზე მეტი ხელფასი. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600-ლარამდე თვიურ ხელფასს, 24.3% შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. 2022 წლის მაისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტლაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თითქმის 818 ათასი შეადგინა. პირველ კვარტალში ქვეყანაში დასაქმების დონე 40.2%-ია, ხოლო უმუშევრობის დონე 19.4%-ია.
გასული წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, ანუ 6 თვეში, jobs.ge-ზე 33 703 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2020 - 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67%-ით არის გაზრდილი. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა. მოცემულ პერიოდში 9 635 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91% -ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემდეგ მოდის ადმინისტრაცია/მენეჯმენტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი