მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ხორბალი თვიურად გაიაფდა - Galt&Taggart

64786e89bb4e3
BM.GE
01.06.23 20:20
627

Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, 2023 წლის მაისში ხორბლის ფასი თვიურად 9.1%-ით შემცირდა. 

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, უკრაინაში ომის შემდგომი შეფერხებების თავიდან აცილების და ხორბლის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნების კარგი მოსავლის მოლოდინების გათვალისწინებით, 2023 წელს ხორბლის (U.S., HRW) საშუალოწლიური ფასი $355.0-ს (-17.4% წ/წ), ხოლო 2024 წელს $335.0-ს (-5.6% წ/წ) გაუტოლდება.