მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Majorel Georgia-მ გაფართოების მიზნით კახეთის რეგიონი მოიკვლია - ალექსანდერ მირონენკო

62726652a53b7
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.22 14:09
2290
ბიზნესპროცესების აუთსორს კომპანია „მეიჯერელ ჯორჯია“, რომელსაც 4 ოფისი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აქვს, გაფართოებას აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი კახეთში განიხილავს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდერ მირონენკომ „Forbes კვირაში“ „კონცეპტის“ რუბრიკაში განაცხადა, რომ კომპანია საქართველოში ბიზნესგეგმებით შემოსვლისას ქვეყანას არასდროს განიხილავდა როგორც მხოლოდ თბილისს.

„საქართველოში ბიზნესის კეთების რამდენიმე მთავარი უპირატესობაა - გამჭირვალობა, მკაფიო საგადასახადო სისტემა, დივიდენდების რეინვესტირების საშუალება. ასე ჩვენ სწრაფად გაზრდა შეგვიძლია, ასე რომ ყველაფერი, რასაც მოვიპოვებთ ინვესტიციების ზრდაში ბრუნდება. სწორედ ამიტომ გავფართოვდით ასე სწრაფად, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ვაკვირდებით სხვა მცირე მუნიციპალიტეტებსაც, შესაძლოა იქაც გავფართოვდეთ.

ჩვენ არასდროს ვუყურებდით საქართველოს როგორც მხოლოდ თბილისს, ზოგიერთი კომპანია ამას აკეთებს, ჩამოდიან თბილისში და ფიქრობენ, რომ ყველა საქმე აქ უნდა აკეთონ, ჩვენ ტალანტებს ქვეყნის მასშტაბით ვეძებთ. რეგიონულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით კახეთის მაგალითს მოვიყვანდი, ჯერ არ ვართ კახეთში წარმოდგენილი, თუმცა „აწარმოე საქართველოს“ გუნდის დახმარებით საკმაოდ გამოვიკვლიეთ ეს რეგიონი და ვფიქრობთ კახეთში არსებობს პოტენციალი“, - განაცხადა ალექსანდერ მირონენკომ.