მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Majorel Georgia-ში დასაქმებულთა რიცხვი 3 000-მდე გაიზარდა - „საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვიპოვეთ“

626ed19ae40b3
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.22 22:38
11084
ბიზნესპროცესების აუთსორს კომპანია „მეიჯერელ საქართველომ“ 2016 წლიდან, ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, დასაქმებულთა რიცხვი 3 000-მდე გაზარდა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ალექსანდერ მირონენკომ და ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ბაიაძემ გადაცემა „Forbes კვირას“ რუბრიკა -„თიბისი კონცეპტში“ სტუმრობისას ისაუბრეს.

ალექსანდრე მირონენკომ აღნიშნა, რომ საქართველოში, საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელის“ ბიზნეს მოდელი მხოლოდ გლობალური ბაზრისთვის სერვისების მიწოდებაზე არ არის ორიენტირებული და ქვეყანაში ნიჭიერი ადამიანების რესურსის საფუძველზე აუთსორსინგს რეგიონულ დონეზეც ახდენენ.

„საოცარია ის ტალანტი, რომელიც საქართველოში ადამიანური რესურსების მხრივ აღმოვაჩინეთ ისეთ მიმართულებებში როგორიცაა IT, HR, სამუშაო ძალის მენეჯმენტი, მარკეტინგი და თანამშრომელთა ჩართულობის მენეჯმენტი. ამგვარად ახლა თავად „მეიჯერელ ჯორჯიაში“ რეგიონული და გლობალური გუნდები გვყავს. გლობალური აუთსორსინგი კომპანიის ძირითადი ბიზნესია, მაგრამ აუთსორს კომპანიის შიგნითაც ვახორციელებთ, რადგან საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვიპოვეთ", - განაცხადა მირონენკომ და მოგვიანებით დასძინა, რომ ნიჭიერი ხალხი, ეს  უპირატესობაც არის და მინუსიც.

"საქართველოში მყოფი ნიჭიერი ადამიანების შესახებ ცნობადობა გასაზრდელია, განსაკუთრებით ევროკავშირში, რადგან როგორც წესი სანამ თავად არ ჩამოვლენ და აქაურ რესურსს არ ნახავენ, არ იციან რა ნიჭი ელოდებათ საქართველოში. არ ვგულისხმობს მხოლოდ უცხოურ ენებზე მოლაპარაკე ხალხს, პროფესიონალები მყავს მხედველობაში“, - აღნიშნა მირონენკომ.

„მეიჯერელ საქართველოს“ ფინანსური დირექტორის ინფორმაციით კი 6 წლის შემდეგ კომპანიას 4 ოფისი საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აქვს გახსნილი.

„ჩვენი თანამშრომლების რაოდენობა 3 000 მიუახლოვდა და ამ პერიოდში დასაქმებულთა მხრივ შთამბეჭდავი ზრდა გვაქვს. „მეიჯერელ საქართველოს“ პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ჩვენი კომპანიები მსოფლიოში სხვადასხვა ინდუსტრიებში მოქმედი ცნობილი დიდი კომპანიები არიან. ეს ინდუსტრიებია ელექტრონული ვაჭრობა, სოციალური მედია, ეს არის სტუმარმასპინძლობისა და მოგზაურობის სექტორი, ავიაცია, ავტოინდუსტრია და ა.შ.“, - განმარტა ირაკლი ბაიაძემ.