25 მარტს მაკდონალდს საქართველომ და HAVI ლოგისტიკმა “SOS ბავშვთა სოფელს", ქველმოქმედების მიზნით, $5000 გადასცა. HAVI ლოგისტიკი მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიაა და მაკდონალდსის რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას უზრუნველყოფს. HAVI მაკდონალდსის კორპორაციას 45 წელია, ლოგისტიკურ სერვისს უწევს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, ხოლო 2020 წლიდან მან მაკდონალდს საქართველოსთანაც დაიწყო თანამშრომლობა.
ღონისძიება კახეთის გზატკეცილზე მდებარე მაკდონალდსის ახალ რესტორანში გაიმართა და როგორც “SOS ბავშვთა სოფლის” წარმომადგენელი აცხადებს, შემოწირულობა ბავშვების განათლებასა და სამედიცინო ხარჯებს მოხმარდება.
“SOS ბავშვთა სოფელი საქართველო“ უკვე 30 წელია, მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს ეხმარება. პროგრამის ბენეფიციარები არიან 6-დან 18 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომლებიც თბილისსა და ქუთაისში მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ. ასოციაცია მათთვის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს. ბავშვებს აღმზრდელები ოჯახურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ზრდიან. მათ, ასევე, წვდომა აქვთ ყველანაირ საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე და თავიანთი სურვილისა და ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის სპორტულ და სახელოვნებო წრეზე დადიან. პროგრამა ჯამში 100-მდე ბავშვს ემსახურება.
გარდა ამისა, ასოციაცია თბილისსა და ზუგდიდში ოჯახის გაძლიერების პროგრამას ახორციელებს, ხოლო თბილისსა და ქუთაისში 24/7 დედათა და ბავშვთა თავშესაფარი აქვს.
მაკდონალდსისა და HAVI ლოგისტიკისთვის საქველმოქმედო კამპანიები სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ისინი მრავალი წელია, სხვადასხვა საჭიროების მქონე ორგანიზაციებს აქტიურად უჭერენ მხარს.
მაკდონალდსი რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მთლიანობაში 18 რესტორანს მოიცავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ