10 წელი „მაკდონალდს საქართველოსთან“ ერთად და ორი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო - „მაკდონალდს საქართველოს“ ვაკის ფილიალის დირექტორი ბესო მეფარიძე რეი კროკის სახელობის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი წელს ზედიზედ მეორედ გახდა.
ეს პრესტიჟული ჯილდო, რომელიც „მაკდონალდსის“ რესტორნების სულისჩამდგმელის რეი კროკის სახელს ატარებს, იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირებას, იქ მომუშავე გუნდის ეფექტიან და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ, ასევე ზრუნავენ დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე. რეი კროკის პრესტიჟული ჯილდო „მაკდონალდს საქართველოს“ რესტორნების დირექტორთათვის ჯამში რიგით მეოთხე ჯილდოა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე მეორედ მხვდა წილად რეი კროკის ჯილდო, რომელსაც კომპანია „მაკდონალდსი“ რესტორნის მენეჯერებს გადასცემს საუკეთესო მართვისა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე იქ დასაქმებული ადამიანებისა და სტუმრების კეთლგანწყობის შექმნისთვის. წელს წილად მხვდა ბედნიერება, რომ ჩემი გუნდის და კომპანიის გვერდში დგომის წყალობით, ამ ჯილდოს უკვე ორგზის მფლობელი ვარ“, - ამბობს ბესო მეფარიძე.
პრესტიჟული ჯილდო „მაკდონალდსის“ ვაკის რესტორნის დირექტორს ორლანდოში, „მაკდონალდსის“ მსოფლიო კონვენციაზე გამართულ დაჯილდოების მასშტაბურ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელსაც 50 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
ბესო მეფარიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ეს ჯილდო მის პროფესიულ კარიერაში უდიდესი მოვლენაა, დიდი პასუხისმგებლობაცაა.
„ჩვენ ყოველდღიურად ბოლომდე ვიხარჯებით, რომ არა მხოლოდ გუნდში შევქმნათ კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, არამედ გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლის ნდობა და „მაკდონალდსის“ რესტორნებში მოსულ თითოეულ მომხმარებელს სათანადოდ მოვემსახუროთ“, - აღნიშნავს ვაკის „მაკდონალდსის“ რესტორნის დირექტორი.
როგორც ბესო მეფარიძე ამბობს, „მაკდონალდს საქართველო“ მისთვის ერთი დიდი ოჯახია, სადაც მუშაობის დაწყების დღიდან თავს ბედნიერად გრძნობს, ვინაიდან სწორედ ამ გარემომ შეუწყო ხელი მის პიროვნულ და წარმატებულ პროფესიონალად ჩამოყალიბებას.
„რა თქმა უნდა, ყოველდღიურად სირთულეებიც არის. თუმცა ის პოზიტიური ასპექტები, რომელიც მუშაობის პროცესში გვაქვს, ფარავს ამ გამოწვევებს. „მაკდონალდსში“ დასაქმების მსურველებს ვეტყოდი, რომ მათ სწორი არჩევანი აქვთ გაკეთებული, რადგან ჩვენს კომპანიაში იპოვიან იმ გასაღებს, რომელიც წარმატების მოტანისა და იმ ბედნიერების გარანტიაა, რომელსაც თავადაც ყოველდღიურად განვიცდი“, - ამბობს ბესო მეფარიძე.
სწორედ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, მომსახურების მაღალი ხარისხი, თანამშრომლებისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა, მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა არის იმის საფუძველი, რის გამოც „მაკდონალდს საქართველოს“ რესტორნებში მუშაობა გამორჩეულია.
ამას ადასტურებს „მაკდონალდს საქართველოს“ 23-წლიანი ისტორია, რომელიც დღემდე მომსახურების სფეროსა და ბიზნესსექტორში სამაგალითი სტანდარტების დანერგვასთან ასოცირდება. ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების წყალობით კომპანია მუდმივად იღებს პრესტიჟულ გლობალურ ჯილდოებსა და აღიარებას.
დღეისთვის, საქართველოს მასშტაბით „მაკდონალდს საქართველო“ 18 რესტორანს ფლობს და 1 400 ადამიანს ასაქმებს.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი