მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაკდონალდსი" COV-19-თან მებრძოლ ექიმებს ნაყინებით გაუმასპინძლდა

5e9845aa879be
BM.GE
16.04.20 15:45
1168
„მაკდონალდს საქართველო“ COVID-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს ნაყინებით გაუმასპინძლდა. „მაკდონალდსის“ ნაყინები ინფექციური კლინიკის, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უკლებლივ ყველა მედპერსონალს გაეგზავნა.

„მაშინ როდესაც ასეთ რთულ ვითარებაში უწევთ ჩვენს ექიმებს მუშაობა, ვეცადეთ მადლიერების ნიშნად, მცირედი ყურადღება გამოგვეხატა და ოდნავ მაინც გაგვეხალისებინა მათთვის დღე.“-აცხადებენ მაკდონალდსში.

„მაკდონალდსში“ გამკაცრებულია ჰიგიენის, დეზინფექციის და უსაფრთხოების ზომები, სრულად არის დაცული ყველა რეკომენდაცია და სტანდარტი. ასევე, პროდუქტის მომზადებისას გათვალისწინებულია ყველა ჰიგიენური ნორმა რომელსაც „მაკდონალდსის“ საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს.

„მაკდონალდს საქართველო“ მომხმარებლებს მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურებას უწევს უკონტაქტო, ადგილზე მიტანის სერვისის და მაკდრაივის მეშვეობით.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.