25.ივლისი .2020 00:00

მაკეშ ამბანიმ მილიარდერთა რეიტინგში ელონ მასკს და უორენ ბაფეტს გაუსწრო

views 1768
უკან

დიდი ხნის განმავლობაში უმდიდრეს ადამიანთა მსოფლიო ტოპ ხუთეულს მეტწილად ამერიკელები და ევროპელები იკავებდნენ. ახლა კი ეს ტენდენცია ინდოელმა მილიარდერმა, მაკეშ ამბანიმ შეცვალა. მისი ქონება წელს რეკორდულად გაიზარდა, რის შედეგადაც მან რეიტინგში სტივ ბალმერს გადაუსწრო და მეხუთე ადგილი დაიკავა.

ამბანის ქონება Forbes-ის მიხედვით $80 მილიარდს შეადგენს. ინდოელი მილიარდერი, რომელიც კომპანია Reliance Industries-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელია, იანვრის შემდეგ მილიარდერთა რეიტინგში ცხრა პუნქტით დაწინაურდა. ამბანიმ რამდენიმე კვირის წინ, ამერიკელ უორენ ბაფეტსაც გაუსწრო, ახლა კი ელონ მასკს და Google-ის დამფუძნებლებსაც აჯობა.

მილიარდერთა განახლებული რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ჯეფ ბეზოსი – $177.4 მლრდ
2. ბილ გეითსი – $112.9 მლრდ
3. ბერნარ არნო – $110.9 მლრდ
4. მარკ ცუკერბერგი – $85.7 მრლდ
5. მაკეშ ამბანი – $80 მლრდ
6. უორენ ბაფეტი – $73.0 მლრდ
7. ლარი ელისონი – $72.5 მლრდ
8. სტივ ბალმერი – $69.6 მლრდ
9. ელონ მასკი – $69.6 მლრდ
10. ლარი პეიჯი – $67.8 მლრდ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა