მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკკენზი სკოტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა

5f50cf7d0cfe2
BM.GE
04.09.20 00:00
1613
Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მაკკენზი სკოტი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. Bloomberg's Billionaire index-ის მიხედვით, მაკკენზი სკოტის ქონებამ 68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, 2019 წელს მაკკენზი სკოტის მფლობელობაში ჯეფ ბეზოსთან გაყრის შემდეგ Amazon-ის აქციების მეოთხედი გადავიდა, რომლის ღირებულებაც იმდროისთვის დაახლოებით 35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

მსოფლიოს მასშტაბით მაკკენზი სკოტი რიგით მე-12 ყველაზე მდიდარი ადამიანია.

CNN-ი წერს, რომ მაკკენზი სკოტმა ივლისის თვეში 1.7 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო დონაციისთვის, რომელიც 116 ორგანიზაციაზე გადანაწილდა.

გასულ წელს, ის ასევე შეუერთდა უორენ ბაფეტისა და ბილ და მელინდა გეითსების ინიციატივას, რომელიც თანხების გაღებას გულისხმობს საქველმოქმედო მიზნებისათვის. გამოცემის მიხედვით, აღნიშნულ ინიციატივას არ შეერთებია მაკკენზის ყოფილი ქმარი ჯეფ ბეზოსი.

შეგახსენებთ, Amazon-ის აქციებზე ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე 90%-ით, შედეგად ჯეფ ბეზოსის ქონებამ 200 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.