მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაკროეკონომიკური პარამეტრები თუ გაგვექცა, საქართველო ინვესტიციებისთვის საინტერესო არ იქნება“

5fe488bf8aa2b
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.20 16:45
902
საქართველო საერთოდ არ იქნება საინტერესო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, ჩვენ თუ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაგვექცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემეირ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების მიერ FDI-ის მოზიდვაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის საბაზისო მოთხოვნები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, როგორიცაა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საჯარო სექტორის და ბიუროკრატიის ეფექტური მუშაობა და სხვა; ამის იქით კი ყველანაირი ღონისძიება უნდა იყოს აბსოლუტურად არაორდინალური.

"ეს საბაზისო პირობებია, მაგრამ თუ ჩვენ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაგვექცა ვერანაირი ინდივიდუალური მიდგომა და არაორდინალური ნაბიჯები ინვესტორების მოზიდვისთვის ვერ გვიშველის. პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების სიმკაცრეზე საუბრისას, ეს არის ძირითადი პრობლემა, როდესაც ვცდილობთ ბალანსის - ოქროს შუალედის დაჭერას, არც ჯანმრთელობა დავაზიანოთ და არც ეკონომიკური განვითარება. უფრო სწორად ეკონომიკას მივაყენოთ მინიმალური ზიანი, იმიტომ რომ როგორც კი გლობალურად მსოფლიოში პანდემიის პრობლემა მოგვარდება, მაშინ გამოჩნდება საბოლოო ჯამში რომელი ქვეყანა გაუმკლავდა უფრო ეფექტურად პანდემიას. ვერავინ ვერასდროს ვერ შეაფასებს ამა თუ იმ ქვეყნის წარმატებას მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით. იმიტომ, რომ როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება, იმ წუთში წამოვა ეკონომიკური კრიზისი. ამ დროს ჩვენ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ უნდა გაგვექცეს.

ბიუჯეტზე საუბარი რომ იქნება, ბევრი მაჟორიტარი მოითხოვს გზას, ზოგი კულტურის სახლის აშენებას და ა.შ მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ეკონომიკური ფასი აქვს, რომელიც პირდაპირ ითარგმნება იმაში, ქვეყანა პოსტ-კოვიდურ ეპოქაში ფინანსურად და ეკონომიკურად რა ფორმაში იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს FDI-ის მოზიდვაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

„პრაქტიკულ დონეზე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოს“ უკვე დაქირავებული ჰყავს სპეციალური საერთაშორისო კომპანია, რომელიც მიზნობრივად, არამხოლოდ დარგების, არამედ კომპანიების დონეზე მიეხმარება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

FDI-ის მოზიდვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, არა სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის. ეს იქნება გლობალური კონკურენციის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ბევრი ქვეყანა მოიყრის თავს, სადაც ელემენტარულ საკანონმდებლო აქტებს ექნებათ უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ ინვესტიციების წახალისების სტრატეგიის ფარგლებში ბევრი სამუშაო გვექნება“, - თქვა პრემიერობის კანდიდატმა.