მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკრონის თქმით, მას EU-ში რუსული ნავთობისა და ქვანახშირის ექსპორტის აკრძალვა სურს

624aa8ec2b7b8
მარიამ ვარადაშვილი
04.04.22 12:50
1016
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, მისი სურვილია ევროკავშირმა რუსული ქვანახშირისა და ნავთობის ექსპორტი სრულად აკრძალოს. ამის შესახებ მაკრონმა მას შემდეგ განაცხადა, რაც უკრაინულმა მხარემ ქალაქ ბუჩაში მომხდარი ფაქტები გაასაჯაროვა, რაც მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო.

მისივე თქმით, ბუჩაში მომხდარი ომის დანაშაულის ნათელი გამოვლინებაა და ჩანს, რომ მასზე პასუხისმგებელი რუსეთის არმიაა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე კვირას ევროკავშირის ლიდერებთან განიხილავს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს.

“მათ, ვინც ამ დანაშაულის უკან დგანან, პასუხი უნდა აგონ”,-განაცხადა მან.